სიახლეები

13:52 / 11 ოქტ. '13
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია

10 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში ჩატარდა კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია იყვნენ. კონფერენცია გერმანიის მეწარმეთა გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა უცხო ქვეყნების გამოცდილებების გაანალიზების გზით სახელმწიფოს და ამ სფეროთი დაინტერესებულმა ბიზნესს ეცადა განესაზღვრა პროფესიული განათლების ხელშეწყობის ეფექტური სტრატეგია, ასევე წარმოდგენილი იყო ბიზნესის საჭიროებათა კვლევის შედეგები ადამიანური რესურსების კვალიფიკაციასთან მიმართებაში, რამაც საშუალება უნდა მისცეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კონცენტრირება მოახდინონ სტუდენტებისათვის სწორედ იმ ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე, რაც დამსაქმებელს პრიორიტეტულად მიაჩნია
.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ყაზახეთის, გერმანიისა და აზერბაიჯანის დელეგაციები, ასევე დამსაქმებელთა და ბანკების ასოციაციების წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები
.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი, დეპარტამენტის სპეციალისტი ანა მჭედლიშვილი და ინვესტიციების ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია აკადემიის ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროცესს გაეცნენ. აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ქერიმ მიქაილოვი აკადემიის აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს შეხვდა და მათ სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

 

 

კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მაია ჩიხლაძემ გააკეთა  პრეზენტაცია თემაზე „პროფესიული განათლების სისტემა საქართველოში’’.

© Copyright 2020 College Panacea