მთავარი \ ჩვენს შესახებ

მისია, ხედვა, ღირებულებები

მისია

ჯანდაცვის მიმართულების, საუკუნოვანი ისტორიის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული განათლების მქონე, კვალიფიციური, კომპენტენტური კადრის მომზადება, მათი პიროვნული, პროფესიული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა. ძირითადი პროფილის შენარჩუნებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კოლეჯი დაიტერესებულ პირებს სთავაზობს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის პროგრამებს."

ხედვა

2027 წლისათვის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ერთ-ერთი წარმატებული პროფესიული სასწავლებელია, რომელიც გამოირჩევა პრიორიტეტული მიმართულების- ჯანდაცვისა და სხვა, შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი პროფესიული პროგრამებით სწავლებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით, პროფესიონალი/მოტივირებული მასწავლებლებით, მოტივირებული სტუდენტებით, წარმატებული, დასაქმებული კურსდამთავრებულებით, მოქნილი ადმინისტრირებითა და კონკურენტუნარიანი, წარმატებული პარტნიორებით. 2020-2027 წლებში , საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა, შრომის ბაზარს შეავსებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 900 კვალიფიციური, კომპეტენტური ექთნით და 600 ფარმაცევტით.

 

ღირებულებები

 

• ტრადიციებისადმი ერთგულება;

• გუნდურობა;

• გამჭვირვალობა;

• პროფესიონალიზმი;

• სამართლიანობა;

 

© Copyright 2020 College Panacea