მთავარი \ ჩვენს შესახებ

ადმინისტრაციის მიმართვა

მოხარული ვართ თქვენი არჩევანით ისწავლოთ, უძველეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში. პროფესიის არჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა. მით უფრო რთულია, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში, განსაზღვრო შენი მომავალი კარიერა.

 კოლეჯი პანაცეა თითქმის საუკუნეზე მეტია ახორციელებს ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებს, თუმცა  ბოლო ორი წელია ჩვენ  საზოგადოებას შევთავაზეთ   პრიორიტეტული და მოთხოვნადი, როგორც პროფესიული საგანმანათლებლო ასევე, პროფესიული მომზადებისა და  პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები.

 კოლეჯის ხელმძღვანელობა გპირდებით, რომ ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ მეგობრული, კომფორტული გარემო და ადამიანთა გუნდი, რომელიც იზრუნებს,  სრულფასოვნად დაეუფლოთ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიას და ამასთანავე, აიმაღლოთ პიროვნული და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.   აღვნიშნავთ,  რომ გაჩნდა შესაძლებლობა  სტუდენტთა გაცვლითი ვიზიტებისა ჩვენს უცხოელ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

  გპირდებით, სწავლასთან ერთად თქვენი სტუდენტური წლები სავსე იქნება  სხვადასხვა საინტერესო კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული  ღონისძიებებით.

  პანაცეას პრაქტიკის განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებში თქვენ შეიძენთ იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც ხელს შეგიწყობთ დასაქმებაში. ამით ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ - საშუალოდ კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი  არის 80%.

თქვენი საინტერესო სტუდენტური ცხოვრება იწყება აქ,  პ ა ნ ა ც ე ა შ ი!

კოლეჯის დირექტორი - ვასილ კიკნაძე

კოლეჯის დირექტორის მოადგილე - მაია ჩიხლაძე

© Copyright 2020 College Panacea