ევროკავშირის პროექტის მიზანია საქართველოში განვითარების პოტენციალის გაძლიერება ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით. პროექტის ერთ-ერთ პარტნიორს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში საპილოტე ცირკულარული მიგრაციის სქემის ჩამოყალიბება მოხდება. აღნიშული გუსლიხმობს წინასწარ შერჩეულ ორ სფეროში: ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროებში, დასპეციალიზებული კადრების ტრეინინგებს გერმანიაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. კონკრეტულად ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილია 20 კანდიდატის შერჩევა, რომლებიც გაემგზავრებიან გერმანიაში, იქ დასაქმდებიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას, შემდგომ კი დაბრუნდებიან საქართველოში.
სწორედ იმ მიზნით, რომ ზუსტად განისაზღვროს კრიტერიუმები და კვალიფიკაციის დონეები, თუ კონკრეტულად ვინ უნდა შეირჩეს გერმანიაში გასამგზავრებლად და ჯანდაცვის სექტორში კონკრეტულად რა სპეციალობები უნდა შეირჩეს (ექთნები, ექთნის თანაშემწე, ბებია ქალი და ა.შ.), ამ ეტაპზე ხორციელდება კვლევა, რომელიც შეისწავლის და შეადარებს ჯადაცვის სფეროში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, კვალიფიკაციებსა თუ მოთხოვნებს საქართველოსა და გერმანიას შორის.