სიახლეები

00:56 / 06 აგვ. '13
კონფერენცია კერძო სექტორის ჩართულობის შესახებ

2 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა.

კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის პროფესიული განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის, მისი სამოქმედო გეგმისა და კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართულობის თაობაზე რეკომენდაციების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებმა დამსაქმებლებთან ურთიერთობისა და მათი პროფესიულ განათლებაში ჩართულობის საუკეთესო მაგალითები წარმოადგინეს.

კონფერენციის მუშაობაში საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" წარმომადგენელი მონაწილეობდა. კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ ერაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია: ურთიერთობა დამსაქმებლებთან- არსებული მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები.

კერძო კოლეჯებთან დამსაქმებლის წარმატებული ურთიერთობის მაგალითზე ფინანსური მართვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ჩიტაიამ ისაუბრა.

© Copyright 2020 College Panacea