17-18 ივნისს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა, მათ შორისა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას თანამშრომლებმა, გაიარეს ტრეინინგი ,,პროექტების მართვის“ მიმართულებით.
ტრეინინგი შეეხებოდა პროექტის დაგეგმვის ზოგად საფეხურებს, პროექტის მიზანს, ამოცანებს, პროექტის ინდიკატორის განსაზღვრას, სამოქმედო გეგმას, მდგრადობას და პროექტის წარმატების მაჩვენებლებს.