სიახლე

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

12:30 / 25 ივნ. '25
ციფრული საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 13 ივნისს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა ციფრული საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეასა და საქართველოს ბიზნესის აკადემიის თანამშრომლობით.აღნიშნული პროექტი განხორციელდა საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას პროფესიული მასწავლებლის - თეა გუბელაძის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თეა მელაძის და SBA-ს საექთნო განათლების პროგრამის

ხელმძღვანელის მაკა მუშკუდიანის თანაავტორობით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო საქმე“ მოდულის – „თერაპიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები“ – ფარგლებში წარმოდგენილი იყო ციფრული საგანმანათლებლო რესურსები:
✔️ გასტროენტეროლოგიური დაავადებების სპეციფიკა
✔️ კარდიოვასკულარული დაავადებების სპეციფიკა
✔️ ენდოკრინოლოგიური დაავადებების სპეციფიკა შექმნილი რესურსები წარმოადგენს პრაქტიკული სწავლის თანამედროვე მიდგომას და ხელს უწყობს მომავალი პროფესიონალების უკეთ მომზადებას.
საზოგადოებრივი კოლეჯი
პანაცეა მადლობას უხდის პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს ბიზნესის აკადემიას.

 

© Copyright 2020 College Panacea