სიახლე

მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია

12:04 / 31 მაი. '25
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული

პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, გაიმართა პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული.

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა
მონაწილეობას იღებდა მოდის კონკურსში, რომელიც გაიმართა Silk Factory-ში, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გუნდებმა საკუთარი ნამუშევრები დეფილეზე წარმოადგინეს. კონკურსის მიზანი იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მოდის სფეროში ჩართული ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება და საჯარო-კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას გადაეცა სერტიფიკატი.

© Copyright 2020 College Panacea