შეხვედრაზე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა მაისაიამ შეაჯამა მიმდინარე სასწავლო წელი და ისაუბრა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, სწავლების თანამედროვე მიდგომებზე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებზე. მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია, შეხვედრა ჩატარდა სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვის მიზნით.