პროფესიულ სტუდენტებსა და კოლეჯის ადმინისტრაციას შორის შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კოლეჯის მისია, ხედვა, ღირებულებები, სტუდენტის უფლება-მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ადმინისტრაციის წევრებმა პროფესიულ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.