განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო (მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას") და სახელმწიფო კოლეჯების წარმომადგენლები.