საქართველოს კარიტასმა 30 წლის იუბილე განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნა, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს დაუცველი მოსახლეობისათვის გაწეულ დაუღალავ მსახურებას მიეძღვნა. ღონისძიებას დაესწრნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და კარიტასის პარტნიორები. ღონისძიებას ესწრებოდა საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე ქალბატონი მაია ჩიხლაძე.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიის, სომხეთის და წმინდა საყდრის ელჩები / საელჩოების წარმომადგენლები საქართველოში.