მიმდინარე წლის ოქტომბერში სასტუმრო “ბილტმორში” ჩატარდა საქართველოსა და ევრაზიის ჩემპიონატი მასაჟის ტექნოლოგიებში, სადაც სამკურნალო მასაჟის კატეგორიაში ევრაზიის ჩემპიონი და ოქროს მედალოსანი გახდა საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას კურსდამთავრებული თათია კურტანიძე. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა ასევე საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული სტუდენტი პაატა ინაშვილი, რომელმაც დაიკავა საპატიო მეორე ადგილი სახის მასაჟში საქართველოს მასშტაბით.
ჩემპიონატს ესწრებოდა საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მაია ჩიხლაძე, რომელმაც პრიზიორებს კოლეჯ პანაცეასგან მადლობის ნიშნად გადასცა 500 ლარიანი ვაუჩერი.