სიახლეები

09:33 / 30 ივლ. '24
საკვალიფიკაციო გამოცდები

მიმდინარე წლის ივლისის თვეში, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში, საგანმანათლებლო პროგრამა საექთნო საქმის დამამთავრებელი კურსის პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდები (თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი). პრაქტიკული კომპონენტი ჩატარდა სიმულაციურ გარემოში, გამოცდას ესწრებოდნენ კლინიკებიდან მოწვეული დარგის სპეციალისტები. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ულოცავს კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულებას და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

© Copyright 2020 College Panacea