მიმდინარე წლის 3 ივნისს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში პროფესიული სტუდენტებისათვის ჩატარდა ლექცია თემაზე: კვება და პროდუქტიულობა.
პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ როგორ დავგეგმოთ კვება დღის განმავლობაში სასწავლო პროცესში ენერგიულობისა და მაქსიმალური პროდუქტიულობისათვის.
ლექციას უძღვებოდა ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და საქართველოს ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრი - თორნიკე ენუქიძე.