სიახლეები

09:40 / 21 ივნ. '24
ტრენინგი - ემოციური ინტელექტი
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით პროფესიული მასწავლებლებისათვის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ემოციური ინტელექტი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს გაეცნოთ ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა და არსი, ემოციებთან „დამეგობრების“ მიდგომები და მისი რესურსად გამოყენების შესაძლებლობები, საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების წვდომის უნარები, ემოციების მართვის სტრატეგიები, ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სოციალური უნარების და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერები:ეკა ჯაიანი - ICF ACC ქოუჩი; სერტიფიცირებული პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი; ემოციური ინტელექტისა და ემოციების მართვის სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებული;
დიანა ფეიქრიშვილი- ტრენერი, სერტიფიცირებული ქოუჩი, ICF საქართველოს ბორდის წევრი, HR.

 

© Copyright 2020 College Panacea