მიმდინარე წლის 14 ივნისს, კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა - „მხიარული სტარტები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიულმა სტუდენტებმა.
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა განსაკუთრებულ მადლობას უხდის კერძო კოლეჯების ასოციაციას და მიესალმება სპორტული ღონისძიებების აქტიურ დანერგვას სტუდენტურ ცხოვრებაში, რაც მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს სტუდენტების სულიერ და ფიზიკურ განვითარებას.