სიახლეები

11:01 / 20 მარ. '24
შეხვედრა გერმანულ კორპორაცია DEKRA-ს წარმომადგენლებთან
მიმდინარე წლის 19 მარტს, მიგრაციის ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს კარიტასში გაიმართა შეხვედრა გერმანულ კორპორაცია DEKRA-ს წარმომადგენლებთან, - დოქტორ ქრისტოფ გუთქნეხთთან და ალექსანდერ გისთან.
DEKRA კარიტასთან ითანამშრომლებს ქართველი ექთნების გერმანიაში ლეგალური შრომითი მიგრაციის მიმართულებით, შესაბამისად შეხვედრაზე განიხილებოდა პროექტის შესრულების გეგმა და სტრატეგიები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თაკო ბერიძე.

 

© Copyright 2020 College Panacea