13 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ონლაინ პლატფორმისა და პირისპირ, ჰიბრიდული ფორმატით, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "სტუდენტური ეზო ექსტრაკურიკულური აქტივობებისთვის" ფარგლებში, ეზოს კედლების მოსახატად, ესკიზების შერჩევისა და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ადმინისტრაციის წევრების, თვითმმართველობისა და არტ-თერაპიის სტუდენტური კლუბის წევრების შეხვედრა გაიმართა.
პროცესი დარგის სპეციალისტის მენტორობით გაიმართა. მის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და ჯგუფის წევრების იდეების შეჯერების შედეგად მოხდა ესკიზების თემატიკის განსაზღვრა.
პროექტის აქტივობების განრიგი გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში.