საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუდენტთა პროფორიენტაციის და დასაქმების მიზნით, ესტუმრნენ მრავალპროფილური, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები, რომლის გახსნაც 2025 წლის დასაწყისში იგეგმება, მათ აქვთ საუკეთესო პირობები ექთნებისთვის:
-
წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც დაინტერესდებიან მათთან თანამშრომლობით, მოტივაციის გაზრდის მიზნით მიიღებენ გარკვეული სახის წახალისებას სწავლის განმავლობაში.
-
შერჩეული კადრები, სრული დაფინანსებით გაივლიან სტაჟირებას ბელარუსში ან იტალიაში. ამისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ სტუდენტი ფლობდეს რუსულ ან ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე.
-
ცოდნის ამაღლების მიზნით, სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს ევროპელ ქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი გიორგობიანი, ისეთ თემებზე როგორებიცაა: ანტისეპტიკა, ასეპტიკა, შოკი, კომა, რეანიმაცია, სისხლის გადასხმა და სხვა.
-
დღესდღეობით ქვეყანაში არსებულ მედდის სახელფასო სტანდარტთან შედარებით 10-12 %-ით მაღალი ანაზღაურება.