საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პარტნიორ, სამედიცინო კორპორაცია „ვიან“-სა და USAID-ს შორის ოქტომბერში მოეწერა ხელი დიდ ახალ პროექტს „Nursing Skill Enhancement Program”. პროექტის მიზანია 6 ახალი სასწავლო ცენტრის შექმნა და საექთნო მიმართულებით ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავება.
12 დეკემბერს გაიმართა პროექტის გახსნის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კოლეჯ პანაცეას ხელმძღვანელობამ.
ღონისძიება გაიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში თემაზე: „ადამიანური კაპიტალის განვითარების გამოწვევები საექთნო და ბებიაქალთა პროფესიაში“.