განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრების ციკლის შემაჯამებელი ღონისძიება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან , რომლის მიზანი იყო სტუდენტებისათვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, რომლებიც 2023 წელს ჩაირიცხნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ და ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნანი დალაქიშვილმა.
შეხვედრაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის , პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ ქეთევან ციხისელმა, სტუდენტებისათვის გამართა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ცენტრის საქმიანობის გაცნობას, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, სტუდენტების უფლებებსა და მათი ჩართულობის ფორმებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში, განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციას და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.
შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დროსაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.