2013 წლის 30 იანვარს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შედგა ახლად დაფუძნებული „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ პრეზენტაცია
"საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის" დაფუძნებაში ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს "სამხრეთ კავკასიაში დამსაქმებელთა გაერთიანების ხელშემწყობი პროექტისა" და "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის " წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები „ჰამბურგის უწყვეტი განათლების ასოციაციასა“ და „საქართველოს დამსაქმებელთა (მეწარმეთა) ასოციაციასთან“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, ცენტრის წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები; ევროკავშირის წარმომადგენლობა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია -GIZ; მერიის ეკონომიკური სამსახურისა და საქართველოს კერძო კოლეჯების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.