პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“
ტრენინგს ესწრებოდნენ საზოგადობრივ კოლეჯ პანაცეას მასწავლებლები: ნინო ჩომახაშვილი, ხათუნა მაისაია, ნაზი კაშეიშვილი, ინგა ბაქრაძე, ინგა მეტრეველი, ნათია ბიწაძე, იოსებ ბზიშვილი, ნინო ნადირაძე.
ტრენინგების მიზანია პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა სწავლა-სწავლების ჰოლისტურად დაგეგმვა-განხორციელების პროცესში.
ტრენინგზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
-
სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება და ანალიზი
-
კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა
-
სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
-
სტუდენტთა შეფასების პროცესი, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი, შეფასების ინსტრუმენტის შექმნა
მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგები გრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ყველა ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლებისათვის ჩატარდება