„ერთად, მომავლის ექთნებისთვის!“ - საერთაშორისო საექთნო კონფერენცია AHT-ში!
ექთანთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ გაიმართა კონფერენცია - ერთად, მომავლის ექთნებისთვის!
კონფერენცია საინფორმაციო-შემეცნებით ფორმატში ჩატარდა, სადაც განხილულ იქნა საექთნო პროფესიის რეგულირების საკითხები, ადამიანური კაპიტალის მომზადების მიმართულებით გამოწვევები და დაიგეგმა სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“, როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენელი და დამსაქმებელი, აქტიურად თანამშრომლობს დარგობრივ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
ღონისძიება გაიმართა AHT-ს, ექთანთა გაერთიანებისა და პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულების - „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ ორგანიზებით, თანამშრომლობის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში და, საპატიო სტუმრების რანგში, მოწვეულნი იყვნენ: უნარების სააგენტო, ჯანდაცვის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის წევრი ასოციაციები (SSO), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, USAID IN GEORGIA, The Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ), EY Georgia, თბილისისა და რეგიონების პოლიპროფილური კლინიკების ლიდერი ექთნები, მათ შორის საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საექთნო საქმის ხელმძღვანელი ლეილა ვოსკანიანი.