სიახლეები

08:18 / 27 აპრ. '23
სტუდენტების შეხვედრა კორპორაცია "გეფას" წარმომადგენლებთან

ამა წლის 26 აპრილს ფარმაციის პროფესიული პროგრამის სტუდენტებთან, კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო სტუდენტთა პროფორიენტაცია და „სტუდენტური დასაქმების პროგრამა“. შეხვედრის ფარგლებში, კორპორაციის წარმომადგენლებმა ფარმაციის პროფესიული პროგრამის სტუდენტებს გააცნეს კორპორაციის საქმიანობა და შესთავაზეს მათთან დასაქმება. კორპორაცია „გეფა“-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას შორის 2018 წლიდან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს პროფესიულ პრაქტიკას, სტუდენტების დასაქმებას და სტაჟირებას. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

© Copyright 2020 College Panacea