სიახლეები

12:43 / 30 მარ. '23
სტუმრად იმპექსიფარმას საწყობში

29 მარტს,  საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ფარმაცია(სააფთიაქოს)  სტუდენტებისთვის გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შპს იმპექსფარმას ფარმაკოლოგიურ საწყობში. სტუდენტებს შეხვდნენ შპს იმპექსიფარმას  ხარისხის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი თამარ ჯინჭველაძე, ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ბალანჩივაძე,

ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი მზიკო გაბრუაშვილი,

ფარმაკოლოგიური საწყობის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე

და ტექნიკური მენეჯერი ზურაბ მანძულაშვილი. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია კომპანიის შესახებ, დაათვალიერეს ფარმაკოლოგიური საწყობი, ჩატარდა სახალისო აქტივობა და ინტერაქციული გამოკითხვა უკუკავშირის მიღების უზრუნველსაყოფად.

© Copyright 2020 College Panacea