სიახლეები

12:32 / 17 მარ. '23
სტუდენტების შეხვედრა დარგის წარმომადგენლებთან
ამა წლის 15 მარტს კოლეჯ პანაცეაში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაცია (სააფთიაქო) სტუდენტების შეხვედრა შპს პსპ ფარმას წარმომადგენლებთან.
სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია პსპ ფარმას ისტორიაზე, კომპანიაში დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე, მათ ქსელში მიმდინარე ცვლილებებზე, სტუდენტთა პროფორიენტაციასა და სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე.
შპს პსპ ფარმა და საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობენ, რაც მოიცავს, როგორც პროფესიული პროგრამის სასწავლო პროცესს, ასევე სტუდენტთა თუ კურსდამთავრებულთა ქსელში დასაქმებას.
შეხვედრამ საინტერესო და თბილ გარემოში ჩაიარა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ საჩუქრები, სტუმრებმა ასევე გაათამაშეს სპეციალური პრიზები.

© Copyright 2020 College Panacea