სიახლეები

09:05 / 13 ივლ. '22
პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი
12 ივლისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’.
ფორუმზე მოწვეული იყვნენ კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ კოლეჯების პარტნიორი და არაპარტნიორი კერძო კომპანიები.
ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიელებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზევე გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებელს.
მადლობა კერძო კოლეჯების ასოციაციას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ორგანიზებისათვის. სწორედაც, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს დამსაქმებლებს, რათა მოახდინონ საერთო ინტერესების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას.
 

 

© Copyright 2020 College Panacea