სიახლეები

09:34 / 03 ივნ. '22
ტრენერთა ტრენინგი T.o.T
პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაციის „Action Against Hunger“ ჩართულობით, პროექტი „Shuttle მეთოდოლოგიის ადაპტაცია პროფესიულ განათლებაში მეწარმეობის სწავლებისას“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი T.o.T ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეწარმეობის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა მთელი საქართველოდან. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები Shuttle მეთოდოლოგიას გაეცნენ, მისი გამოყენების პრაქტიკული გზები განიხილეს და მეწარმეობის სწავლების პროცესში საჭირო აქტივობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია
Shuttle ფართოდ აპრობირებული მეთოდია სამეწარმეო რბილი უნარების სწრაფი განვითარებისთვის, რაც პროფესიული უნარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია
პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენების მიზნით, დაგეგმილია პროფესიული მასწავლებლისა და სტუდენტის გზამკვლევების შემუშავება, ასევე მეწარმეობის პროფესიული მასწავლებლების გადამზადება მომავალში მეთოდოლოგიის ეფექტიანი გამოყენებისთვის
ტრენინგის მსვლელობისას, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, თამარ ქიტიაშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეებს მიესალმნენ და პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი
Shuttle მეთოდოლოგია ორგანიზაციამ Action Against Hunger ესპანეთში 2013 წელს შეიმუშავა და საქართველოში მისი დანერგვა 2015 წლიდან დაიწყო. მეთოდოლოგიის მიზანი სოციალურ ინკლუზიასთან ერთად მონაწილეების დასაქმების ან თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდაა. ამისთვის სპეციალური მიდგომებითა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების გზით ხდება მონაწილეების პიროვნული, სოციალური, სამეწარმეო და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა
პროფესიული უნარების სააგენტოს პრიორიტეტია, Shuttle მეთოდოლოგიის პრინციპები, სპეციალური აქტივობები და რბილი უნარების განვითარების სტრატეგია ქართული პროფესიული განათლების სისტემას მოარგოს, რისთვისაც მიმდინარე პროექტით ახორციელებს Shuttle მეთოდოლოგიის ადაპტაციას პროფესიული პროგრამებისათვის და ამავდროულად ამზადებს ტრენერებს მომავალში მისი დანერგვის ხელშეწყობისთვის
სააგენტოს ინიციატივით, ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი მომავალშიც დაგეგმილია. ტრენინგის პროგრამა სრულად მოიცავს მეწარმეობის მოდულით განსაზღვრულ ყველა სწავლის შედეგს და მასში გათვალისწინებულ თემატიკას. ტრენინგის გავლის შედეგად, შესაძლებელი გახდება, მასწავლებლებმა Shuttle მეთოდოლოგიის მიდგომები და აქტივობები მეწარმეობის მოდულის სწავლების ნებისმიერ ეტაპზე გამოიყენონ.

 

© Copyright 2020 College Panacea