სიახლეები

10:14 / 13 მაი. '22
ექთანთა საერთაშორისო დღე
ექთანთა საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა 1974 წლიდან ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით და სიმბოლურად ემთხვევა ფლორენს ნაითინგეილის, თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუზემდებლის დაბადების დღეს.
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ექთნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორი კლინიკების უფროსი ექთნები, რომლებიც არიან კოლეჯ პანაცეას წარმატებული კურსდამთავრებულები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კოლეჯ პანაცეას სტუდენტები, რომლებმაც გუნდური მუშაობით შექმნეს ექთნის ფიცი. ავტორმა - ნანა ტყემალაძემ წარმოადგინა ექთნის ფიცი, რომელმაც დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
===========================================
პ - ირობას ვდებ!
ა - რჩეულ პროფესიაში ვიყო ღირსეული!
ნ - ებისმიერ დროს ჩემი საზრუნავი იყოს პაციენტის ჯანმრთელობა!
ა - რ გამოვიყენო ჩემი ცოდნა პაციენტის ჯანმრთელობის საზიანოდ!
ც - ხოვრების დევიზად გავიხადო ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა!
ე - რთგულად ვემსახურო ჩემს პროფესიას!
ა -რასოდეს დავივიწყო მორალური და ზნეობრივი პრინციპები!
===========================================
ყველა კურსდამთავრებულს გადაეცა კოლეჯი „პანაცეას“ ჯილდო წარწერით: გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს. მადლობა პროეფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისათვის!
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საექთნო სამსახურის დირექტორმა - ია გელენიძემ პროფესიული განათლების ავტორიზაციის ექსპერტმა, ექთანთა გაერთიანების პრეზიდენტმა, საქართველოს დელეგატმა საერთაშორისო საექთნო საბჭოში მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ექთნის საერთაშორისო დღე და ძალზედ შთამბეჭდავი პრეზენტაცია გააკეთა, სადაც ისაუბრა საექთნო საქმესა და ექთნის კვალიფიკაციაზე .
საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" ბენდმა “The Pangels” ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქა

© Copyright 2020 College Panacea