სიახლეები

13:27 / 15 ნოე. '21
საერთაშორისო კონფერენცია
მიმდინარე წლის 8-12 ნოემბერს, ტალინის ჯანდაცვის კოლეჯში ჩატარდა ვირტუალური კონფერენცია თემაზე: „სამედიცინო განათლება და პრაქტიკა ცვლილების ქარში“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, პროფესიული კოლეჯების პროფესიული მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური. კონფერენცია ჩატარდა ZOOM-ის ონლაინ პლატფორმით.
ტალინის სამედიცინო კოლეჯთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ 5 სტუდენტი (ნინო ქადაგიშვილი, ირაკლი თოდუა, ლიკა იაშვილი, ეთერ ოსიბოტე, ხატია პაიჭაძე) დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსიაში. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ოთხი სემინარი, ორი მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსია და ასევე წარმოდგენილი იყოს სტუდენტების მიერ ძალზედ საინტერესო პრეზენტაციები.
ვირტუალური სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „სამედიცინო განათლება და პრაქტიკა ცვლილების ქარში“ გახსნა ტალინის კოლეჯის საექთნო პროგრამის ხელმძღვანელმა ქ-მა ლუდმილა ლინიკმა, რომელმაც გააკეთა ვირტუალური სიმულაცია და დამსწრეებს ჭრილობების დამუშავებაზე და პირადი დამცავი აღჭურვილობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ჩატარდა ასევე სემინარი თემაზე: „ხელოვნება ჯანდაცვაში და სამედიცინო განათლებაში“ , სტუდენტების მიერ გაკეთდა ძალზედ საინტერესო პრეზენტაციები.
სამომავლოდ, საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ პროფესიული მასწავლებლები და სტუდენტები მიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც წარადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს და წარმატებულ სამედიცინო ისტორიებს.
Tallinna Tervishoiu Kõrgkool · Medical School

 

© Copyright 2020 College Panacea