სიახლეები

17:07 / 19 მარ. '22
ტაჯიკეთის დელეგაცია
საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ უმასპინძლა კარიტასის ტაჯიკეთის დელეგაციას.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: გაიოზ ყუბანეიშვილი-საქართველოს კარიტასის დირექტორი, პარვინა ტაჯიბაევი, გერმანიის კარიტასის ფილიალის ტაჯიკეთში - დირექტორი, საბჰონ აშუროვი, პროექტის კოორდინატორი და რუზაბეგიმ მამადნაზაროვი, ტაჯიკეთის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტოს, სოციალური სერვისების განყოფილების უფროსი.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის საქმიანობის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება შინმოვლის, ავადმოვლის, გერიატრიისა და საექთნო განათლების მიწოდების სფეროში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის წევრები.
სტუმრები გაეცნენ სამედიცინო კოლეჯებისა და საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის თანამშრომლობას სექთნო საქმის განვითარების საქმეში.

© Copyright 2020 College Panacea