16:57 / 23 მარ. '22 ვებინარი
საზოგადოებრივ კოლეჯი „პანაცეას“ დამფუძნებელმა და დირექტორის მოადგილემ მაია ჩიხლაძემ მონაწილეობა მიიღო UNDP-ს მიერ ორგანიზებულ ვებინარში, რომელსაც უძრვებოდა ჟურნალი „პროფესიული განათლების“ სახელით ქ-ნი ნინო ელბაქიძე.
ვებინარი ეძღვნებოდა საქართველოში ექთნის პროფესიის საჭიროებას და პოპულარიზაციას.
მაია ჩიხლაძემ დეტალურად ისაუბრა კადრების დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობაზე და ექთნის პროფესიის სამომავლო პერსპექტივაზე.
"საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კვალიფიციური,
საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მცოდნე ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის. დაბალი ანაზღაურება და კარიერული წინსვლის არარსებობა არის უმთავრესი მიზეზი რის გამოც ჰოსპიტალური სექტორი ექთნის პროფესიაში კადრების შენარჩუნებას ვერ ახერხებს. ექთნის მძიმე და საპასუხისმგებლო შრომა არ არის სათანადოდ დაფასებული და სწორედ ეს გახლავთ პროფესიიდან კადრების გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი“ -განაცხადა მაია ჩიხლაძემ
|