„ექთნის მძიმე და საპასუხისმგებლო შრომა არ არის სათანადოდ ანაზღაურებული და სწორედ ეს გახლავთ პროფესიიდან კადრების გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი“
ამ აზრზე თანხმდება ჟურნალ „პროფესიული განათლების“ სამივე სტუმარი:
საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე;
ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი: რევაზ ჯორბენაძე
ჩაფიძის კლინიკის მთავარი ექთანი და საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთევან გარსევანიშვილი.
რესპონდენტები საუბრობენ კადრების დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობაზე, ექთნის პროფესიის სამომავლო პერსპექტივაზე და იმაზე, თუ როგორ პასუხობს პროფესიული განათლება ექთნების მომზადების დანაკლისს.