სიახლეები

18:12 / 10 იან. '22
პროფესიული მასწავლებლების/პროგრამის განმახორციელებელი პირების ვაკანსია

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აცხადებს პროფესიული მასწავლებლების/პროგრამის განმახორციელებელი პირების ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,სასტუმრო მომსახურებაშემდეგი მოდულების მიხედვით - დარგის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.

  • გაცნობითი პრაქტიკა - სასტუმრო, რესტორანი და კვება
  • ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის შესავალი
  • პირველადი გადაუდებელი დახმარება
  • ჰიგიენა და სანიტარული ნორმები
  • სასტუმროსა და რესტორნის-სამზარეულოს დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა
  • კომუნიკაცია სერვისის სფეროსთვის
  • გარემოსდაცვითი საფუძვლები
  • პრობლემური სიტუაციების მართვა სასტუმროში
  • ინგლისური  ენა ტურიზმის მომსახურების სფეროსთვის
  • სასტუმროს ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფა
  • სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების უზრუნველყოფა, ცვლის მოვალეობები და აუდიტი
  • სასტუმროს კვებისა და სასმელების მომსახურების უზრუნველყოფა
  • სასტუმროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • მარტივი მარკეტინგული საქმიანობა სასტუმროში
  • სასტუმროს შესყიდვებისა და მარაგების უზრუნველყოფა
  • რუსული  ენა  სასტუმრო მომსახურებისთვის
  • პრაქტიკული პროექტი - სასტუმრო მომსახურება
  • სასტუმროს დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა

 

2022 წლის 15 იანვრამდე კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

  1.   პირადობის (ან პასპორტის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
  2.   ავტობიოგრაფია-cv;
  3.  განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  - უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების (დარგის შესაბამისად/საკვალიფიკაციო მოთხოვნის მიხედვით).
  4. ცნობა: შსს მომსახურების სააგენტოდან : ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ. 
  5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, კვალიფიკაციის ამაღლების,  ტრენინგების, კურსების გავლის (სერთიფიკატები და სხვა მოწმობები (ასლები))  (ასეთის არსებობობის შემთხვევაში)
  6. შესაბამისი კვალიფიკაციით, შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

 

       კანდიტატს მოეთხოვება

  1. სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა
  2. კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.
  3. სწავლა-სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარები.
  4. პროფესიული განათლების შესახებ კანონის ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი დარგში სწავლების ან/და სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.

კანდიდატის შერჩევა მოხდება შპს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში: დოკუმენტების განხილვის  შემდეგ, გასაუბრების საფუძველზე.

მისამართი: თბილისი, ერისთავის ქ.2.

 

© Copyright 2020 College Panacea