სიახლეები

16:52 / 25 ნოე. '21
ტრენინგი თემაზე „სწავლა-სწავლების ინტერაქტიური მეთოდები
მიმდინარე წლის 24-25 ნოემბერს, საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეაში” ჩატარდა მასწავლებელთა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „სწავლა-სწავლების ინტერაქტიური მეთოდები“, რომელსაც ესწრებოდა კოლეჯი „პანაცეას“ 25 პროფესიული მასწავლებელი.
ტრენინგს უძღვებდა მასტერ-ტრენერი 25 წლიანი ტრენერის გამოცდილებით, განათლების ექსპერტი ქ-ნი თეა ცომაია.
ტრეინინგის მონაწილეებს მიესალმა საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეას”დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე, რომელმაც პროფესიულ მასწავლებლებს წარმატებები და საინტერესო ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
საგულისხმოა, რომ ტრენინგის ყოველი დღე მიმდინარეობდა აქტიური სწავლების ფორმატით. ტრენერის მიერ წარმოდგენილი საინტერესო ვიზუალური მასალა, რომელიც ხელს უწყობდა პროფესიულ მასწავლებლებს საკითხების უკეთ გაგებასა და აღქმაში.
ტრენინგის მსვლელობის დროს ქ-ნი თეას მიერ ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს მიეცათ არა ერთი თემატური პრაქტიკული დავალება, რომელიც შემდეგ თითოეულმა მათგანმა წარადგინა პრეზენტაციის სახით.
ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიული რეჟიმით. ტრენინგის მონაწილეების მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე გაცემული იყო ამომწურავი პასუხი.
დასასრულს, შეჯამდა და დადებითად შეფასდა ორდღიანი მუშაობის შედეგები, მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ქ-ნ თეას გაწეული შრომისათვის.

© Copyright 2020 College Panacea