ამა წლის 26 ნოემბერს ფარმაციის პროფესიული პროგრამის სტუდენტებთან, კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, როგორც ონლაინ ასევე ადგილზე დასწრებით. შეხვედრის თემა იყო სტუდენტთა პროფორიენტაცია და „სტუდენტური დასაქმების პროგრამა“. შეხვედრის ფარგლებში, კორპორაციის წარმომადგენლებმა ფარმაციის პროფესიული პროგრამის სტუდენტებს გააცნეს კორპორაციის საქმიანობა და შესთავაზეს მათთან დასაქმება. კორპორაცია „გეფა“-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას შორის 2018 წლიდან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს პროფესიულ პრაქტიკას, სტუდენტების დასაქმებას და სტაჟირებას. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.