სიახლეები

09:32 / 06 ნოე. '21
მასწავლებელთა კონფერენციისთვის მზადება
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მასწავლებელთა კონფერენციისთვის ემზადება.
კონფერენციის სახელწოდებაა „ინოვაციური მიდგომები პროფესიულ განათლებაში“ და მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში სწავლებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვა-განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
ონლაინ პლატფორმ zoom-ის საშუალებით, „პანაცეას“ პროფესიული მასწავლებლების შეხვედრა გაიმართა, სადაც პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესაუბრათ კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებით და საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ სწავლების ინოვაციურ მიდგომებთან დაკავშირებით.
კონფერენცია ჩატარდება მიმდინარე წლის 22 ნოემბერს და პროფესიულ მასწავლებელთა თეზისები გამოიცემა ცალკე ბროშურად, განთავსდება სოციალურ ქსელში და ვებ-პორტალზე.

© Copyright 2020 College Panacea