სიახლეები

08:57 / 12 ნოე. '21
ვაკანსია- სასტუმრო მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საზოგადოებრივი კოლეჯი ,,პანაცეა“ პროფესიული საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი სასტუმრო მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებასთან დაკავშირებით აცხადებს დარგის სპეციალისტის ვაკანსიას:

 შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: ა) დოკუმენტაციის განხილვა; ბ) გასაუბრება.

დარგის სპეციალისტად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.  უპირატესობა ენიჭება: ა) შესაბამისი, უფრო მაღალი კვალიფიკაციის პირებს. ბ) შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის ხანგრძლიობას; გ) გასაუბრებისას გამოვლენილ სათანადო უნარ–ჩვევებს.

კონკურსში მონაწილე პირმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს:

 • ავტობიოგრაფია (CV);  

• უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; 

• შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტი. დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა წამოადგინონ კოლეჯში. საბუთების მიღების ვადაა 2021 წლის 17 ნოემბრის 15:00 სთ-მდე. საზოგადოებრივი კოლეჯი ,,პანაცეა“–ს მისამართია: თ.ერისთავის 2 ტელ: 234-58-63 mail: panacea.2008@yahoo.com

© Copyright 2020 College Panacea