American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაზე მიწვეული გახლდათ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე.
„ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. სადაც საექთნო მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციებზე, ჩვენი კურსდამთავრებულები არიან დასაქმებულნი, მათ შორის გახლავთ:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საექთნო დეპარტამენტის სერვისების დირექტორი -ია გელენიძე,
სტაციონარული დეპარტამენტის საექთნო სერვისების დირექტორი -ირმა რაზმაძე,
ამბულატორიული დეპარტამენტის საექთნო სერვისების დირექტორი- რუსუდან მეცხოვრიშვილი,
და სხვა...
ჰოსპიტალი წარმოადგენს საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ჩაანაცვლებს უცხოეთში მკურნალობის საჭიროებას და გახდება ამიერკავკასიის სამედიცინო სერვისების ჰაბი.