სიახლეები

13:31 / 28 ოქტ. '21
ისრაელის დელეგაციის ვიზიტი

საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას, 26 ოქტომბერს, ისრაელის დელეგაცია ესტუმრა, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:

  • უცხოელ დასაქმებულთა ადმინისტრაციის უფროსი ინბალ მაშაში;
  • ორმხრივ შეთანხმებათა სამმართველოს ხელმძღვანელი შირლი რაისინ სასონი;
  • ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილების სამეკავშირეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზივ ბილაუსი
  • ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გერიატრიის საექთნო მოვლის სტანდარტების განყოფილების დანერგვის ეროვნული დირექტორი ცაფი ჰილელ დიამანტი;
  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალსიტი ნიკა ჩერქეზია;
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი ნათია კვიციანი.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობები; შინმოვლის პროგრამის სწავლის მიდგომები.

შეხვედრაზე კოლეჯის ადმინისტრაციამ სტუმრებს გააცნო საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და დაისახა  შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯები.

 

© Copyright 2020 College Panacea