სიახლეები

09:34 / 10 სექ. '21
პროფესიული ტესტირება
საცდელი ტესტირება!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტესტირება თბილისის საგამოცდო ცენტრებში საექთნო საქმის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის 13 სექტემბერს, ხოლო აღმზრდელის საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებულტათვის 14 სექტემბერს ჩატარდება.
სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად მონაწილეობა მიიღონ საცდელ ტესტირებაში და გაეცნონ პროგრამის მოხმარების თავისებურებებს.
წინასწარი ტესტირების გავლა ელექტრონულად 12 სექტემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
საცდელ ტესტირებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ფასდება.
წინასწარი ტესტირების გასავლელად გამოიყენეთ ბმული: https://online2.naec.ge/prof
დეტალური ინსტრუქცია:
ველში – „პირადი ნომერი“ შეიყვანეთ თქვენი თერთმეტნიშნა პირადი ნომერი, რის შემდეგაც დაინახავთ თქვენს სახელსა და გვარს;
„პაროლის“ ველში ჩაწერეთ ციფრები: 10001000 და გამოიყენეთ ღილაკი „დასტური“;

 

© Copyright 2020 College Panacea