სიახლეები

09:26 / 25 სექ. '21
თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში
საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეასა“ და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას შორის, 2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობა: მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, პროფორიენტაცია, შეხვედრები პროფესიულ სტუდენტებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან, ტრენინგები, კონფერენციები, ვორკშოპები და რაც მთავარია, კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა.
წელს, პირველად ჩატარებული „კბილის სატექნიკო საქმის პროგრამის“ მოტივაციური გასაუბრების კომისიის წევრები კოლეჯის წარმომადგენელთან ერთად, იყვნენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და ექსპერტი, სტომატოლოგიური კლინიკა „უნისტომის“ ხელმძღვანელი, თეა ჩუბინიძე.
თანამშრომლობის ფარგლებში, კოლეჯის „კბილის სატექნიკო პროგრამის“ პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ ასოციაციაში შემავალ სტომატოლოგიურ კლინიკებსა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიებში არსებულ ვაკანსიებზე.
ასოციაციის მხრიდან გამოიკვეთა საინტერესო ინიციატივა და მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყონ მუშაობა პროფესიულ პროგრამაზე - „სტომატოლოგის თანაშემწე“, რომლის კურსდამთავრებულებზე დღეს საკმაოდ დიდი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე.

© Copyright 2020 College Panacea