სიახლეები

07:52 / 20 სექ. '21
შეხვედრა პროფესიულ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციასთან

17 სექტემბერს შედგა ონლაინ შეხვედრა კოლეჯის პროფესიულ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციასთან.  შეხვედრაზე განხილული იქნა სასწავლო პროცესის წარმართვის საკითხები.  კოლეჯის ადმინისტრაციამ პროფესიულ მასწავლებლებს კიდევ ერთხელ გააცნო ახალი სტანდარტები.

კოლეჯის დირექტორმა  ბატონმა ვასილ კიკნაძემ ისაუბრა, რომ - პროფესიული სტუდენტების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (საექთნო საქმე, ფარმაცია (სააფთიაქო),კბილის სატექნიკო საქმე) ოთხი წარმატებული მასწავლებელი. ასევე წარადგინა - კოლეჯის ახალი თანამშრომლები (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)  თეა მელაძე,  ლიკა კიკნაძე.

სასწავლო პროცესის სამსახურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა დალი კალაძემ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა ( ნინო გულუა, ნინო ჩომახაშვილი, ინგა ბაქრაძე, იოსებ ბზიშვილი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანად წარმართვის მიზნით ჩაატარეს ტრენინგი /კონსულტაცია კერძოდ,  დისტანციური სწავლების დროს საინფორმაციო და ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

© Copyright 2020 College Panacea