სიახლეები

15:21 / 22 ივნ. '21
სტუდენტური კონფერენცია
21 ივნისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა „პროფესიულ სტუდენტთა III ეროვნული კონფერენცია“ თემაზე: „პროფესიული განათლების როლი პროფესიის განვითარებაში“.
კონფერენცია გაიმართა ონლაინ პლატფორმა zoom-ის საშუალებით.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას საექთნო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტმა ხატია პაიჭაძემ, რომელმაც კონფერენციაზე წარადგინა თემა "ხელოვნებიდან საექთნო განათლებამდე" და კბილის სატექნიკო საქმის პროფესიულმა სტუდენტმა თამარ შენგელიამ , რომელიც წარსდგა თემით "უმაღლესიდან პროფესიულ განათლებამდე.
კოლეჯის ადმინისტრაციის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს წარმატებულ სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის და თემის ხელმძღვანელ პროფესიულ მასწავლებლებს ქ-ნ ნინო გულუას და ქ-ნ ნინო ჩომახაშვილს.

© Copyright 2020 College Panacea