სიახლეები

09:25 / 17 ივნ. '21
ტრენინგი მენეჯმენტში

16 ივნისს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა  ტრენინგი/მასტერკლასი თემაზე: მენეჯმენტი. ტრენინგს უძღვებოდა კომპანია "ფლომასტერის" ხელმძღვანელი, მართვის აკადემიის მენტორი, სპიკერი,  ბიზნეს ქოუჩი ალექსანდრე ჯეჯელავა.

ტრენინგის მიზანი იყო  მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც კარიერული და პროფესიული წინსვლის საწინდარია.

 ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ეფექტიანი მართვისთვის (მენეჯმენტისთვის) აუცილებელ უნარებსა და ცოდნაზე; ასევე მისაღწევი შედეგის ხედვაზე; მნიშვნელოვანი მიზნების დასახვაზე, დელეგირების და კონტროლის მექანიზმებზე.   ტრენინგის თემატიკა ასევე მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

ლიდერობა;

სტუდენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობის მართვა;

კომუნიკაცია;

გუნდურობა;

ორგანიზაციული კულტურა.

© Copyright 2020 College Panacea