30 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიულ სტუდენტებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგი თემაზე: 21-ე საუკუნის უნარები და კომპენტეციები.
ტრენინგს უძღვებოდა ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი მერაბ მიქელაშვილი.
ტრენინგზე განხილული იქნა ციფრულ ეპოქაში ციფრული საზოგადოების პირობებში არსებული გამოწვევები, რომელიც აუცილებელს ხდის პროფესიულ უნარებთან ერთად ისეთი უნარების ფლობას, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, გუნდურობა, კომუნიკაციის უნარი და კრეატიულობა. პროფესიული და ზოგადი უნარების ფლობის გარეშე ამ ახალ ცვალებად გარემოში პიროვნებას გაუჭირდება კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუშლის მის თვითრეალიზაციას.
ტრენინგმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია და სტუდენტების თხოვნით კვლავ დაიგეგმა შეხვედრა ბატონ მერაბთან.