2021 წლის 27-28 მაისს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა განათლების მე-11-ე საერთაშორისო გამოფენაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც ექსპოჯორჯიას ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართა.
გამოფენაზე დამსწერე პირებმა მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია პანაცეას ისტორიის, საქმიანობის, პროფესიული პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
გამოფენის თემატური ოთახის „პროფესიული განათლება“ ერთ-ერთი მოდერატორი იყო საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე, რომელმაც დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია პროფესიული განათლების ძირითადი საკითხების შესახებ, როგორიცაა:
1. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის პროცედურები (პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები)
2. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა
3. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება
4. გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
5. პროფესიული განათლების დაფინანსება
6. მომზადება/გადამზადების პროგრამები.