სიახლეები

10:11 / 23 მაი. '21
ტრეინინგი თემაზე: „საჯარო გამოსვლა, ორატორობა, პრეზენტაცია, კომუნიკაცია, უკუკავშირი”

დღეს, „საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას“ სტუდენტური წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა ტრეინინგი თემაზე: „საჯარო გამოსვლა, ორატორობა, პრეზენტაცია, კომუნიკაცია, უკუკავშირი”.

ტრეინინგს უძღვებოდა ტრენერი 25 წლიანი გამოცდილებით, პროფესიული განათლების ექსპერტი,, ქ-ნი თეა ცომაია.

ტრენინგი - მსმენელის პროფესიული და პიროვნული განვითარების და პროფესიული სტუდენტების, როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის აუცილებელი აქტივობა, ჩატარდა ინტერაქტიული ფორმით.

გამოყენებული იყო ინტერაქტიული მეთოდები-ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობისათვის, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი სტუდენტებმა და ტრეინინგის ბოლოს საინტერესო და ეფექტური პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ტრეინინგზე ყურადღება გამახვილდა იმ საკითხებზეც, რაზეც პროფესიულ სტუდენტებს ესაჭიროებათ ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარების განვითარება და სხვა.

მნიშვნელოვანია, ისიც , რომ სამომავლოდ განისაზღვრა ის აქტივობები, რომელიც შესაძლებელია ერთობლივად განახორციელონ. ამასთანავე, შეიქმნა ჯგუფი სოციალურ ქსელში, რაც ტრენერის, მსმენელების და კოლეჯის სხვა წარმომადგენლებისათვის შემდგომი თანამშრომლობის, მეგობრობისა და ინფრმაციის გაცვლის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

© Copyright 2020 College Panacea